[email protected]  2–900–800

ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი

ოსტევინი

ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი – კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

ოსტევინი

კომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 – ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.