რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზზე

ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ქრონიკული მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის  და ხარისხის დაქვეითებით, მოტეხილობის მაღალი რისკით.

მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის წინაშეა.

ძვლის მასის  შემცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა  უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მოულოდნელად გამოვლინდეს ისეთი მძიმე გართულებით, როგორიცაა მოტეხილობა. ხშირად მოტეხილობა მცირე ტრავმის გამო ხდება, ხან ტრავმის გარეშეც სიმძიმის აწევის,  დაცემინების ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზეგავლენით.

ყველაზე გავრცელებულია ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ-მაჯის არის  ოსტეოპოროზული მოტეხილობა, თუმცა არცთუ ისე იშვიათია სხვა ძვლების  მოტეხილობებიც.

განსაკუთრებით სახიფათოა ბარძაყისა და ხერხემლის არეში  განვითარებული მოტეხილობა, ვინაიდან მაღალია ინვალიდიზაციის რისკი.