ოსტევინი #24 შუშხუნა ტაბლეტი – კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.
კომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 – ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.
შემადგენლობა | ერთ შუშხუნა ტაბლეტში (4,2 გ) |
კალციუმი | 700 მგ (88% NRV) |
ვიტამინი D3 | 25 მკგ (500% NRV*) |
ვიტამინი K1 | 45 მკგ (60% NRV*) |
მწარმოებელი კომპანია Aptiekas Produkcija LTD ლატვია