[email protected]  2–900–800

ოსტევინის შესახებ

ოსტევინის შესახებ

ოსტევინი-კალციუმისა და ფოსფორის ცვლის მარეგულირებელი საშუალება.

კომბინირებული პრეპარატია, ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას (ძვლებში, ფრჩხილებში, კბილებში, თმაში, კუნთებში). ახდენს ორგანიზმში კალციუმისა და ვიტამინ D3 – ის დეფიციტის შევსებას, ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის სიმკვრივეს. კალციუმი აუცილებელია კბილების მინერალიზაციისათვის, მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში. ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში. ვიტამინი K მონაწილეობს ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში. ამცირებს სისხლდენის რისკს სხვადასხვა პათოლოგიების დროს.

 

 

შემადგენლობა ერთ ტაბლეტში (4,2 გ)
კალციუმი 700 მგ (88% NRV)
ვიტამინი D3 25 მკგ (500% NRV*)
ვიტამინი K1 45 მკგ (60% NRV*)

 

ჩვენება:                                                                               

  • კალციუმისან  ვიტამინ D3-ის  დეფიციტი მოზრდილებში;
  • მენოპაუზისშემდგომი და მოხუცებულთა ოსტეოპოროზის, მათი

გართულებების (ძვლების მოტეხილობა, ოსტეომალაცია)

პროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია;

  • თირეოიდექტომიის შემდგომ განვითარებული კალციუმის ცვლის მოშლა;
  • ოპერაციის წინა პერიოდი (2 თვე თირეოიდექტომიამდე).

 

გამოყენების წესი:  1 შუშხუნა ტაბლეტი უნდა გაიხსნას 200 მლ ოთახის ტემპერატურის წყალში.

მოზრდილები:

  • ოსტეოპოროზისპროფილაქტიკა და კომპლექსური თერაპია – 1 ტაბლეტი 1– ჯერ დღეში;
  • კალციუმისადავიტამინი D- დეფიციტის შესავსებად:

1 ტაბლეტი 1–ჯერ დღეში.

  • ფარისებრ ჯირკვალზე ქირურგიული ჩარევის (თირეოიდექტომია) წინა და შემდგომი პერიოდი: 1 ტაბლეტი1–ჯერდღეში.
  • ოსტეოპოროზის შემდგომ განვითარებული მოტეხილობები : 1 ტაბლეტი  1–ჯერდღეში.

გვერდითი მოქმედება:                                                                                                                                                                                                                                                          

ალერგიული რეაქციები, კუჭნაწლავის ტრაქტის დისფუნქცია (შეკრულობა ან დიარეა, მეტეორიზმი, გულის რევა, ტკივილი მუცლის არეში),

ჰიპერკალციემია და ჰიპერკალციურია (სისხლში ან შარდში კალციუმის

შემცველობის მომატება).

 

ოსტევინი არ არის რეკომენდებული შემდეგი მდგომარეობების დროს:    

ჰიპერკალციემია, ჰიპერკალციურია, ნეფროლითიაზი,  ვიტ.D3 ჰიპერვიტამინოზი, მომატებული მგრძნობელობა პრეპარატის შემადგენელი კომპონენტების მიმართ.

 

შენახვის პირობები:

ოსტევინი ინახება 0 – 250C  მშრალ, მზის სინათლისგან დაცულ ადგილას, ორიგინალურ შეფუთვაში.

ვარგისობის ვადა: იხილეთ კოლოფზე.

არ გამოიყენოთ ვადის გასვლის შემდეგ.

მწარმოებელი კომპანია:  Aptiekas Produkcija SIA, Kupricu street 11. მწარმოებელი ქვეყანა: ლატვია.

დისტრიბუტორი: შპს „ავერსი–ფარმა“ საქართველო, თბილისი, აღმაშენებლის 148/2.

 

რა მნიშვნელობა აქვს კალციუმს ორგანიზმისთვის?

ძვლების სიმტკიცისთვის კალციუმს გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს. სწორედ მისი წყალობით ინარჩუნებენ ძვლები სიმტკიცეს. ძვლების სიმაგრის შენარჩუნება კალციუმის ერთადერთი დანიშნულება არ არის.

ამ ელემენტს გაცილებით მეტი ფუნქცია აქვს ორგანიზმში: სისხლძარღვების შევიწროვება და გაფართოება, სისხლის შედედება, კუნთების შეკუმშვა, ნერვული იმპულსების გადაცემა, ჰორმონების სეკრეცია და ა.შ. თუმცა ამ სასიცოცხლოდ აუცილებელი ფუნქციების შესრულებას ორგანიზმში არსებული კალციუმის 1%-ზე ნაკლები უზრუნველყოფს. დანარჩენი 99% ძვლებსა და კბილებშია თავმოყრილი და მათი სტრუქტურის შენარჩუნებას და სიმტკიცეს უწყობს ხელს.

რადგან კალციუმის წარმოქმნა ორგანიზმს თავად არ შეუძლია, ამიტომ ის გარედან უნდა მივაწოდოთ საკვებით. თუ რაიმე მიზეზით საკმარისი რაოდენობით კალციუმის მიწოდება არ ხდება, ორგანიზმი მისი ალტერნატიული წყაროების ძიებას იწყებს და ადვილად პოულობს. კალციუმით ხომ ასე მდიდარია ჩვენი ძვლები, ორგანიზმიც საკუთარი ძვლებიდან იღებს საჭირო ელემენტს. ეს ერთგვარი კომპენსაციური მექანიზმია, მაგრამ თუ ეს პროცესი დიდხანს გაგრძელდა, ძვალსახსროვანი სისტემა სუსტდება: დროთა განმავლობაში ძვლებიდან კალციუმი გამოდევნება, ძვლები კარგავს სიმტკიცეს და ოსტეოპოროზი ვითარდება. თუ საკვებთან ერთად მიღებული კალციუმის რაოდენობა არასაკმარისია, საჭიროა მისი შევსება კალციუმის შემცველი პრეპარატებით.

ძვლის ქსოვილი მუდმივად განიცდის განახლებას: ორგანიზმი მუდმივად იღებს ძვლებიდან ცოტაოდენ კალციუმს და მას ახლით ცვლის. ამ პროცესს რემოდელირება ეწოდება.

ძვლის რეზორბციასა და დეპოზიციას (კალციუმის ამოღებასა და ჩალაგებას) შორის ბალანსი ასაკთან ერთად იცვლება. ბავშვებსა და მოზარდებთან რეზორბციას დეპოზიცია ჭარბობს, საშუალო ასაკში ორივე პროცესი თანაბარი ტემპით მიმდინარეობს, ხანდაზმულებში კი–რეზორბცია სჭარბობს.

 

კალციუმის როლი ორგანიზმში

  1. მინერალიზაცია (ძვლები, კბილები) – ძვალი არის მინერალიზებული შემაერთებული ქსოვილი. რომელიც შედგება ორგანული (ცილა კოლაგენი) და არაორგანული – მინერალური კომპონენტისაგან.
  2. კოაგულაცია (სისხლის შედედება) – Ca- წარმოადგენს ერთგვარ ხიდს პროთრომბინის gla (ჯი ელ ეი) დომენსა და თრომბოციტების მემბრანის ფოსფოლიპიდებს შორის.
  3. ენზიმების აქტივაცია (ცილა კალმოდულინი-Ca-ის შემაკავშირებელი ცილა).
  4. ნერვ–კუნთოვანი აგზნებადობა – კალციუმი აუცილებელია ნერვული იმპულსების გადაცემისათვის.
  5. მონაწილეობს ჰორმონების სინთეზში და ნეიროტრანსმიტერების სეკრეციაში.
  6. მონაწილეობს მემბრანულ ტრანსპორტირებაში.

 

Caის დეფიციტის მიზეზები:

 

  • Ca – ის არასაკმარისი რაოდენობით მიღება / ათვისება  (პაციენტები რძეზე ალერგიით, ლაქტოზის აუტანლობით, აბსორბციის დარღვევით);
  • ფარისებრი ჯირკვლის დაავადებები და მასზე ქირურგიული ჩარევა (ჰიპოპარათირეოიდიზმი, ფსევდო ჰიპოპარათირეოიდიზმი).
  • თირკმლის ქრონიკული უკმარისობა;
  • ღვიძლის ციროზი, სიმსივნე;
  • თირკმელზედა ჯირკვლის ჰიპერპლაზია;
  • მედიკამენტები (D–ვიტამინით ინტოქსიკაცია, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, თიაზიდები, საგულე გლიკოზიდები).

 

Ca ის დეფიციტის შედეგები:

 

  • ძვლოვანი სისტემის მხრივ: სპონტანური მოტეხილობა,

ოსტეოპოროზი, ზრდის დარღვევა;

  • თირკმელების მხრივ: შარდ–კენჭოვანი დაავადება, პოლიურია,

თირკმლის ქრ. უკმარისობა;

  • ფარისებრი ჯირკვლის მხრივ: ჰიპო ან ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • სარკოიდოზი, ზოგიერთი ტიპის სიმსივნე;
  • ნერვული სისტემის მხრივ: აგზნებადობა, კრუნჩხვა, ტეტანია;
  • სხვა: იმუნოდეფიციტი, ოფლიანობა, ალერგია და სხვა.

 

D ვიტამინის როლი კალციუმის ცვლაში

D ვიტამინიწარმოადგენს სტეროიდულ ჰორმონს, რომელიც მოქმედებს ადამიანის ორგანიზმის თითქმის ყველა უჯრედზე და არეგულირებს 200-ზე მეტი გენის ფუნქციას. როგორც ზრდის და განვითარების პერიოდში, ასევე ზრდასრულ ასაკში მნიშვნელოვანია ამ ვიტამინის მიღება.

D ვიტამინი მნიშვნელოვან როლს ასრულებს ჩვენი ორგანიზმის გამართული მუშაობისთვის. იგი გავლენას ახდენს არა მხოლოდ კალციუმის, ძვლებისა და კუნთების ჯანმრთელობაზე, არამედ მოქმედებს პრაქტიკულად ყველა ორგანოთა სისტემაზე. განსაკუთრებით დიდი გავლენა აქვს D ვიტამინს იმუნურ სისტემაზე, დღეისთვის უკვე დადასტურებულია, რომ ის იმუნურ პროცესებში აქტიურად მონაწილეობს და მნიშვნელოვანია იმუნიტეტისთვის.

ადამიანის ორგანიზმი თავად ასინთეზირებს D-ვიტამინს ულტრაიისფერი სხივების ზეგავლენით. D-ვიტამინის ნორმალური კონცენტრაციის არსებობისთვის აუცილებებლია ადამიანის ორგანიზმზე მზის სხივების საკმარისი დოზით ზემოქმედება.

 

D  ვიტამინის დეფიციტის მიზეზები:

  • Vit D -ს მიმართ რეზისტენტობა ან ათვისების დარღვევა–მალაბსორბცია;
  • ულტრაიისფერი B სხივების არასაკმარისად ზემოქმედება. მაღალი SPF–ის(>15) შემცველი კრემების გამოყენება.
  • სტრესული მდგომარეობა;
  • ჰაერის დაბინძურება;
  • გახანგრძლივებული ლაქტაციის პერიოდი;
  • თამბაქო და მავნე ჩვევები;
  • ჭარბი წონა;
  • ქირურგიული ჩარევა ფარისებრ ჯირკვალზე;
  • მედიკამენტები (D–ვიტამინით ინტოქსიკაცია, ეპილეფსიის საწინააღმდეგო საშუალებები, კორტიკოსტეროიდები, თიაზიდები, საგულე გლიკოზიდები);
  • ჰიპოალბუმინემია.
  • თირკმლის და ღვიძლის ფუნქციის დარღვევა (ნეფროზი, ციროზი);
  • D-ვიტამინის შეწოვის დარღვევა, მალნუტრიცია, დამწვრობა, ქრ. დაავადებები, სეფსისი, ხანდაზმული ასაკი;

 

 

  • D ვიტამინის დეფიციტის დროს ზიანდება:
    ძვალ–სახსროვანი სისტემა: რაქიტი, ოსტეომალაცია, ოსტეოპოროზი, რევმატიული ართრიტი, პაროდონტოზი;
  • გულ–სისხლძარღვთა სისტემა (ჰიპერტენზია, გულის უკმარისობა);
  • კუნთოვანი და ნერვული სისტემა (კუნთების სისუსტე, ტკივილი, გაფანტული სკლეროზი, უძილობა, ადვილად დაღლა);
  • იმუნური სისტემა (ასთმა, ალერგია და სხვა);
  • ზოგიერთი ტიპის სიმსივნე (ფილტვის, სარძევე ჯირკვლის, სწორი ნაწლავის, პროსტატის, შარდის ბუშტის).

 

K ვიტამინის ძირითადი ფუნქციებია :

 

  • სისხლის ნორმალური კოაგულაციის უზრუნველყოფა;
  • კალციფიკაციის პრევენცია (თირკმლის მილაკოვანი აპარატი, აორტა, გულის სარქველები, თავის ტვინის მკვებავი სისხლძარღვები);
  • ძვლოვანი ქსოვილის ფორმირება.

 

  • K ვიტამინი ითვლება სისხლდენის საწინააღმდეგო ვიტამინად; იგი აუცილებელია პროთრომბინის II , VII , IX – ფაქტორის სინთეზისთვის.
  • K ვიტამინის გარეშე არ ხდება ოსტეოკალცინის სინთეზი– ძვლის ქსოვილის ცილის, რომელიც მონაწილეობს ოსტეობლასტების მიერ ძვლის წარმოქმნაში;
  • K ვიტამინი ხელს უწყობს ძვლების მიერ Ca-ის ათვისებას და ახდენს ოსტეოპოროზის პროფილაქტიკას.

 

  • როგორც ცნობილია, ასაკის მატებასთან ერთად იზრდება სისხლძარღვების კედელში მინერალების დალექვის ალბათობა, რამაც შესაძლოა გამოიწვიოს ფატალური შედეგები, მაგალითად ინსულტი.
  • ვიტამინი K-ს კი გარკვეული როლი მიუძღვის სისხლძარღვთა  ამგვარი პათოლოგიური მინერალიზაციის თავიდან აცილებაში.

 

  • აღმოჩნდა, რომ K -ვიტამინი მნიშვნელოვან კოგნიტურ ფუნქციას-მეხსიერებას აუმჯობესებს, განსაკუთრებით კი ხანდაზმულებში.

 

  • ეს ერთ-ერთმა კანადურმა კვლევამაც დაამტკიცა. 70 წელს გადაცილებულ პირებს, რომლებსაც ვიტამინი k ვიტამინის ყველაზე მაღალი მაჩვენებელი აღენიშნებოდათ, მეხსიერებაც ყველაზე კარგი ჰქონდათ.

 

ოსტევინის ფარმაკოლოგიური მოქმედება:

ორგანიზმში არეგულირებს კალციუმისა და ფოსფორის ცვლას.

ახდენს  კალციუმისა და ვიტამინ D3 ის დეფიციტის შევსებას,

ამცირებს ძვლოვანი ქსოვილის რეზორბციას და ზრდის მის

სიმკვრივეს.

 

კალციუმი მონაწილეობს ნერვული გამტარებლობის რეგულაციაში, კუნთების შეკუმშვის პროცესში, წარმოადგენს სისხლის შემადედებელი

სისტემის კომპონენტს.

კალციუმი შეიწოვება იონიზირებული ფორმით წვრილი

ნაწლავის პროქსიმალური ნაწილიდან;

ვიტამინი D3 აუმჯობესებს კალციუმის შეწოვას ნაწლავებში და ძვლებში ჩალაგებას, რითაც ახდენს ოსტეოპოროზის პრევენციას.

ვიტამინი K  ამცირებს სისხლდენის რისკს. მონაწილეობს

ოსტეოკალცინის სინთეზში, ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში.

 

რა უნდა ვიცოდეთ ოსტეოპოროზზე?

ოსტეოპოროზი არის ძვლოვანი სისტემის ქრონიკული მეტაბოლური დაავადება, რომელიც ხასიათდება ძვლის მასის შემცირებით, მისი სიმტკიცის  და ხარისხის დაქვეითებით, მოტეხილობის მაღალი რისკით.

მსოფლიოში 50 წლის ზემოთ ყოველი მე-3 ქალი და ყოველი მე-5 მამაკაცი დაავადებულია ოსტეოპოროზით და მოტეხილობის მაღალი რისკის წინაშეა.

ძვლის მასის  შემცირება ხანგრძლივი დროის განმავლობაში შესაძლოა  უსიმპტომოდ მიმდინარეობდეს და მოულოდნელად გამოვლინდეს ისეთი მძიმე გართულებით, როგორიცაა მოტეხილობა. ხშირად მოტეხილობა მცირე ტრავმის გამო ხდება, ხან ტრავმის გარეშეც სიმძიმის აწევის,  დაცემინების ან სხვა მაპროვოცირებელი ფაქტორების ზეგავლენით.

ყველაზე გავრცელებულია ბარძაყის, ხერხემლისა და სხივ-მაჯის არის  ოსტეოპოროზული მოტეხილობა, თუმცა არცთუ ისე იშვიათია სხვა ძვლების  მოტეხილობებიც.

განსაკუთრებით სახიფათოა ბარძაყისა და ხერხემლის არეში  განვითარებული მოტეხილობა, ვინაიდან მაღალია ინვალიდიზაციის რისკი.

 

რა იწვევს ოსტეოპოროზს?

ძვლოვანი სისტემა მუდმივად განახლებადია. მასში მუდმივად ხდება ძველი ძვლის დაშლა და ახალი ძვლის წარმოქმნა – რემოდელირება.  სხვადასხვა ფაქტორის ზეგავლენით, შესაძლოა ძვლის დაშლა გახდეს ინტენსიური ან  ძვლის აღდგენის პროცესი შენელდეს  ან ორივე ერთად დაირღვეს და შედეგად მივიღოთ არამდგრადი, არამტკიცე ძვლოვანი კარკასი.

გასათვალისწინებელია  ძვლის ფიზიოლოგიური თავისებურებებიც, ასაკის მატებასთან ერთად როგორც ქალებში ასევე მამაკაცებში ძვლის სიმკვრივე თანდათანობით მცირდება.

ქალებში ეს პროცესი მეტად ჩქარდება მენოპაუზის შემდეგ (ესტროგენების ფიზიოლოგიური დეფიციტის გამო) და თუ ამ პროცესს თან ახლავს დაავადების სხვადასხვა ხელშემწყობი ფაქტორი,  ძალიან მაღალია ოსტეოპოროზისა და ოსტეოპოროზული მოტეხილობის განვითარების რისკი.

 

ოსტეოპორზის რისკი იზრდება შემდეგი მდგომარეობების დროს:

  • ასაკი – 65 წლის ზემოთ;
  • მენოპაუზა მათ შორის ადრეული მენოპაუზა (ჰიპოგონადური მდგომარეობები ქალბატონებში): ადრეული მენოპაუზა, მამაკაცებში: ტესტოსტერონის დაბალი დონე;    მოტეხილობები ანამნეზში ან ოსტეოპოროზული მოტეხილობის ოჯახური ისტორია;
  • კუჭ-ნაწლავის ტრაქტის დაავადებები: მალაბსორბცია, ცელიაკია, ნაწლავის ანთებითი დაავადებები, პანკრეასის დაავადებები, ქირურგიული ჩარევები (მათ შორის ბარიატრიული ქირურგია);

 

  • ისეთი მედიკამენტების ხანგრძლივად მიღება როგორიცაა:   გლუკოკორტიკოსტეროიდები (პრედნიზოლონი, დექსამეტაზონი); ანტიკოაგულანტები (ჰეპარინი);  თირეოიდული ჰორმონები; ანტიკონვულსანტებით ხანგრძლივი დროის განმავლობაში თერაპია;
  • ენდოკირნული სისტემის დაავადებები: შაქრიანი დიაბეტი, თირეოტოქსიკოზი, პირველადი ჰიპერპარათირეოიდიზმი;
  • რევმატოიდული დაავადებები: რევმატოიდული ართრიტი, სისტემური წითელი მგლურა;
  • კვებითი დარღვევები: კალციუმის, D ვიტამინისა და ცილის შემცველი საკვების არასაკმარისი მოხმარება;
  • ნიკოტინის, ალკოჰოლისა და ყავის ჭარბი მოხმარება;
  • არასაკმარისი ფიზიკური აქტივობა.

ოსტეოპოროზის პირველი ნიშნები:

 

  • აღნაგობის ცვლილება: სიმაღლეში დაკლება, ხერხემლის მოხრა და წინ წამოწეული მუცელი (კიფოზი, ლორდოზი);
  • ადვილად დაღლა და ზურგის არეში ყრუ ტკივილების არსებობა ერთი და იმავე პოზაში დგომის ან სიარულის დროს;
  • უხერხული მოძრაობის ან სიმძიმის აწევის დროს ზურგის არეში განვითარებული ტკივილის ეპიზოდები.

როგორ ხდება ოსტეოპოროზის დიაგნოზის დასმა:

  • ოსტეოპოროზის დიაგნოზი დგინდება ძვლის მინერალური სიმკვრივის შეფასების საფუძველზე, რომელიც კეთდება

დენსიტომეტრული კვლევით, რომელიც იძლევა ზუსტ

დასკვნას ძვლის მინერალური სიმკვრივისა და

დაავადების შესახებ.

  • ოსტეოპოროზი დიაგნოსტირდება რენტგენოგრაფიული კვლევით ვლინდება რენტგენოკონტრასტულობის დაქვეითებით, თუმცა ის ხილულია მაშინ, როდესაც 30% ძვლოვანი ქსოვილისა დაკარგულია.

 

პრევენცია

მტკიცე ძვლის ჩამოყალიდება იწყება ბავშვობის ასაკიდან და პიკს 25 – 30 წლის ასაკისთვის აღწევს, შემდგომ ძვლის მასა თანდათანობით ქვეითდება. ძვლის ფორმირებაში უდიდესი წვლილი გენეტიკაზეა დამოკიდებული, თუმცა არანაკლებ მნიშვნელოვანია ჯანსაღი კვება, განსაკუთრებით კალციუმით, D ვიტამინითა და ცილის შემცველი პროდუქტებით მდიდარი საკვები, ფიზიკური აქტივობა.

 

ოსტეოპოროზის მკურნალობა

 

კალციუმისა და D ვიტამინის ადექვატური დღიური ნორმის მიღება წარმოადგენს მოტეხილობის რისკის შემცირების უსაფრთხო და დაბალი ღირებულების მქონე მეთოდს. კალციუმისა და D ვიტამინის  დამატებით, შესაძლებელია, მოტეხილობის რისკის მნიშვნელოვანი შემცირება.

დაბალკალორიული რძის პროდუქტით, ხილითა და ბოსტნეულით მდიდარი ბალანსირებული დიეტა წარმოადგენს როგორც კალციუმის, ასევე ორგანიზმისთვის სხვა აუცილებელი ნუტრიენტების მნიშვნელოვან წყაროს. თუ საკვების საშუალებით არ ხდება ადეკვატური რაოდენობით კალციუმის მიღება, აუცილებელია მისი შევსება საკვები დანამატებით.

 

ოსტევინს აქვთ მნიშვნელოვანი როლი ძვლოვანი ქსოვილის სიჯანსაღის შენარჩუნებისთვის. კერძოდ, მის შემადგენლობაში შემავალი კალციუმი და ვიტამინი D აფერხებენ ძვლის მინერალური სიმკვრივის შემცირებას და ამცირებენ მოტეხილობების რისკს.

 

K ვიტამინი კი ამცირებს სისხლდენის რისკს.  მონაწილეობს ცილა ოსტეოკალცინის სინთეზში, რომელიც მონაწილეობს ძვლის სტრუქტურის ფორმირებისა და რეგენერაციის პროცესში.

ოსტეოპოროზის მკურნალობა უნდა ჩატარდეს კალციუმის და  D ვიტამინის შემცველი პრეპარატების მიღების ფონზე. მათი მიღება აუცილებელია აგრეთვე იმ პაციენტებისთვის, რომლებიც იღებენ გლუკოკორტიკოსტეროიდებს 3 თვეზე მეტი ხნის განმავლობაში ოსტეოპოროზის პროფილაქტიკის მიზნით.

 

ამრიგად ოსტეოპოროზის მკურნალობა კომპლექსურია და მოიცავს შემდეგს:

 

  • ტრავმატიზაციის რისკის შემცირება;
  • კალციუმის და D- ვიტამინის მიღება;
  • ფიზიკურ ვარჯიში;
  • ანტირეზორბციული პრეპარატები;
  • ჩანაცვლებითი ჰორმონოთერაპია;
  • ანაბოლური პრეპარატები.

 

მწარმოებელი კომპანია: Aptiekas Produkcija LTD ლატვია